13:35 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 18:03:07, 1037 ნახვა

პოლიტიკა
მეძმარიაშვილი - 2001 წელს, როდესაც სქართველომ ერთა თასი მოიპოვა, პირველად გავიგე, რომ ივანიშვილმა ფინანსური დახმარება აღმოუჩინა ქართულ სპორტს

ბიძინა ივანიშვილის მიერ სპორტის განვითარებისთვის გაღებულ ქველმოქმედებაზე „იმედის კვირის“ სიუჟეტში საუბრობს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი.

მისივე თქმით,  პირველად 2001 წელს გაიგო, რომ  ბიძინა ივანიშვილმა ფინანსური დახმარება აღმოუჩინა ქართულ სპორტს.

"ეს იყო 2001 წელი, როდესაც საქართველოს ნაკრებმა პირველად რუმინეთში მოიპოვა ერთა თასი და მას შემდეგ ამ ერთა თასის მუდმივი მფლობელები ვართ. ეს იყო მაშინ, როდესაც იმდროინდელმა ფედერაციის პრეზიდენტმა მითხრა, პრემიები მაქვს და ბიჭებს უნდა გადავცეო და მაშინ გავიგე პირველად, რომ მან ფინანსური დახმარება აღმოუჩინა  ქართულ სპორტს. 

არ შეიძლება არ ვთქვათ დიდ სამთო-სათხილამურო კომპლექსზე, რომელსაც დიდველის კომპლექსი ქვია და სადაც  სამი  სრულფასოვანი,  ძალიან მაღალი დონის საბაგიროა და 6 კილომეტრი სასრიალო ტრასა, ასევე უამრავი სხვა“ - აცხადებს ირაკლი მეძმარიაშვილი „იმედის კვირის“ სიუჟეტში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics