|
2022-11-07 11:52:25, 897 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო დროის აღრიცხვის არსებულ პრაქტიკაზე იმსჯელეს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სამუშაო დროის აღრიცხვის არსებულ პრაქტიკაზე იმსჯელეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, ყველა კომპანია ვალდებულია, აღრიცხოს თანამშრომელთა ნამუშევარი საათები, რათა ზუსტად განისაზღვროს ხელფასის, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნისა და შვებულების ანაზღაურების ოდენობა. უწყების ცნობით, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში შესული ტენიკური ცვლილებები სამმხრივი კომისიის ფორმატში იქნა განხილული. ცვლილებები ძალაში 8 ნოემბრიდან შედის. „სამუშაო დროის აღრიცხვის წესი ქვეყანაში 2021 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა, ამ დროის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, შესაძლებელი გახდა სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა კიდევ უფრო მოქნილი გამხდარიყო. სისტემის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო როგორც ბიზნესის ასე დასაქმებულთა ინტერესები. უცვლელი რჩება დამსაქმებელთა ვალდებულება, სამუშაო დროის აღრიცხვის შესახებ ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. ინფორმაცია უნდა აისახოს ერთჯერადად, ყოველი თვის ბოლოს ან პერიოდულად, მთელი თვის განმავლობაში. დამსაქმებელი ასევე ვალდებულია ნამუშევარი საათების შესახებ ინფორმაცია გააცნოს საკუთარ თანამშრომელს. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, პროფესიული კავშირების გაერთიანება, დამსაქმებელთა ასოციაცია და კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)