2022-11-05 13:55:07, 1259 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთის ქალაქ კოსტრომაში, ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი, სერგეი სიტნიკოვი ავრცელებს.
მისი თქმით, დაშავებულია 5 ადამიანი, ხოლო დაღუპულთა რიცხვი საბოლოო არაა და ინფორმაცია განახლებადია.
"წინასწარი ინფორმაციით, ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ჯერ კიდევ განახლებადია",- განაცხადა სიტნიკოვმა.
რეგიონის პროკურატურამ განაცხადებით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ცნობისთვის, ხანძარმა შენობის სახურავი ჩამოანგრია, რომელიც 3 500 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,