|
2022-11-04 13:40:35, 1498 ნახვა
საზოგადოება
გათბობის თანამედროვე სისტემები
ზამთარი მოახლოვდა და ცენტრალურ გათბობის სისტემებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. გათბობის სისტემა მთელ მსოფლიოში აქტუალური პროდუქტია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის. კეთილმოწყობილი სამუშაო და საცხოვრებელი სივრცე ადამიანის პროდუქტიულობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე, მაღალი ხარისხის გათბობის სისტემების შერჩევა/მონტაჟი მხოლოდ პროფესიონალებს უნდა ანდოთ. რა შევიძინოთ თერმოინდუსტრიაში? თერმოინდუსტრია საქართველოს ბაზარზე წამყვანი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის გათბობის სისტემებს სთავაზობს. ევროპიდან იმპორტირებული, ISO სერტიფიკატის მქონე, პროდუქციის მონტაჟსა და შერჩევას კომპანიის ტექნიკური გუნდი უზრუნველყოფს, ამიტომ აქ გათბობის სისტემებთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურების სრულყოფილად მიღება შეგიძლიათ. ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს შორისაა ბუნებრივ აირზე და მყარ საწვავზე მომუშავე კედლის ქვაბი. თუ ეკონომიურ ვარიანტს ეძებთ, არჩევანი კომპაქტურ კედლის ქვაბზე უნდა შეაჩეროთ. მნიშვნელოვანია სახლის ფართობის მიხედვით განსაზღვროთ მისი სიმძლავრე, რათა სითბო მთელ შენობაში ეფექტურად გადანაწილდეს. გაითვალისწინეთ, რომ თუ ბინა შავ კარკასულ მდგომარეობაშია უმჯობესია გათბობის ყველაზე ხარისხიანი მილები იატაკში მოათავსოთ, ხოლო გარემონტებულ სივრცეში მისი გაყვანა კედლებზეც არის შესაძლებელი. ამ დროს ეკონომიის გაკეთება და საშუალო ხარისხის მილების შერჩევა დასაშვებია, რადგან დაზიანების შემთხვევაში იატაკის აყრა არ მოგიხდებათ და პრობლემის წყაროს მარტივად იპოვით. მნიშვნელოვანია გათბობის სისტემის მონტაჟისას სწორად შეარჩიოთ რადიატორიც. სივრცის მიხედვით გაანგარიშებული თბოდანაკარგი სწორი პროდუქციის არჩევაში დაგეხმარებათ, ხოლო რადიატორის მასალა თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროთ. თუ სექციურად მარტივად დასაყოფ რადიატორს ეძებთ არჩევანი შეაჩერეთ ალუმინის რადიატორზე. თუ დაბალ ტემპერატურაზე შეუფერხებლად მომუშავე, სტანდარტული რადიატორები გსურთ, მაშინ ფოლადის მასალა აირჩიეთ. ყველაზე გამძლედ სპეციალისტები თუჯის პროდუქციას ასახელებენ, რომლის ექსპლუატაციის ვადა 50 წელია. ის გამოირჩევა კოროზიამედეგობით და სითბოს ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს. ცენტრალური გათბობის სისტემების მონტაჟის მნიშვნელოვანი პუნქტია მილების შეფუთვა და ქვაბის სპეციალურ კარადაში მოთავსება. ამ დეტალის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, ყინვის დროს გაზარდოს დაზიანების რისკი და თქვენ მიერ დახარჯული რესურსები გააორმაგოს. გათბობის სისტემების შერჩევა გრძელვადიან მოხმარებაზე გათვლილი ნაბიჯია, ამიტომ ამ საკითხისადმი სერიოზული და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აუცილებელია. იმისთვის, რომ თქვენ მიერ შერჩეულმა სისტემამ ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითად იმოქმედოს და სიამოვნება მოგანიჭოთ, გირჩევთ სხვათა შეცდომებზე ისწავლოთ, თავი აარიდოთ კუსტარულად დამონტაჟებულ აგრეგატებს და პროფესიონალ გუნდს მიმართოთ.
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)