|
2022-11-02 18:55:26, 1037 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - გაერთიანებული ძალებით შემოასხდებიან ვაშაძე და ჯაფარიძე „გლოვოს“ კურიერის მოტოებს
როგორც ჩანს, ჯაფარიძემ ვაშაძეს უთხრა, რომ მისთვისაცაა ვაკანსია გლოვოს კურიერად. - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისივე თქმით, გაერთიანებული ძალებით შემოასხდებიან ვაშაძე და ჯაფარიძე ,,გლოვოს" კურიერის მოტოებს. "ახლა უკვე ბატონმა ვაშაძემ, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა და თვითრეალიზება ვერ მოახდინა, საშუალება არ მიეცა, რადგან აქ საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი და სივრცე არ არის, როგორც ჩანს, გირჩი ჯაფარიძემ მას უთხრა, რომ მისთვისაც არის ვაკანსია ,,გლოვოს" კურიერად.შესაბამისად ახლა უკვე გაერთიანებული ძალებით შემოასხდებიან ბატონი ვაშაძე და გირჩი ჯაფარიძე ,,გლოვოს" კურიერის მოტოებსა და უფრო უკეთესი სერვისითა და უფრო მალე მოემსახურებიან კლიენტებს. - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ,,სტრატეგია აღმაშენებელის", ,,გირჩი მეტი თავისუფლება" და ,,დროას" ლიდერები ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ და მათთან გაერთიანებისკენ სხვა პარტიებსაც მოუწოდებენ.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)