|
2022-11-02 13:07:02, 4777 ნახვა
პოლიტიკა
ვახო სანაია - ნიკა გვარამია იქნება თავისუფალი იმ ბორკილებისგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაადო
ნიკა გვარამია იქნება თავისუფალი იმ ბორკილებისგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაადო, - ასე გამოეხმაურა "ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებაზე. როგორც სანაიამ განაცხადა,რეჟიმთან ბრძოლა და წინააღმდეგობის გაწევა არის არსებითად მნიშვნელოვანი და მას სწამს, რომ ნებისმიერი აქტიურობა საბოლოოდ გამოიღებს შედეგს. "ხელისუფლება მარწუხებს უფრო მოუჭერს თუკი არ იქნება ჩვენი წინააღმდეგობა.ჩვენი წინააღმდეგობა არის ძალიან მნიშვნელოვანი,აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი,არაფერი არ იკარგება,ნებისმიერ აქტიურობას საბოლოოდ აქვს ფასი.ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ რა რეჟიმის პირობებში გვიწევს ცხოვრება და გადარჩენისთვის ბრძოლა,ყველანაირი ილუზიები უნდა იყოს გვერდით გადადებული და ჩვენ მუდმივად უნდა ვმოქმედებდეთ,ნიკა გვარამია იქნება თავისუფალი ეს არის გარდაუვალი,მაგრამ ამას სჭირდება ჩვენი თავდაუზოგავი ბრძოლა,ეს ბრძოლა კი დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით" - განაცხადა სანაიამ. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება , რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)