20:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 12:04:59, 1084 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი მსოფლიო ბანკის გლობალურ დირექტორს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მსოფლიო ბანკის გლობალური დირექტორი ეწვია. მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი ურბანულ, კატასტროფების რისკის მართვისა და მდგრადობის საკითხებში მსოფლიო ბანკის გლობალურ დირექტორს - სამეჰ ვაჰბას შეხვდნენ.

შეხვედრაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა მსოფლიო ბანკის გლობალურ დირექტორს სამსახურის მუშაობის სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებში არსებულ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს. ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ კრიტიკული ინფრასტრუქტურის შეფასების კვლევების შედეგებზეც, რომელიც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ობიექტებზე სეისმური რისკის ზეგავლენას გულისხმობს და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით საინტერესო და მნიშვნელოვან რეკომენდაციებს იძლევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრას მსოფლიო ბანკის ურბანული ინფრასტრუქტურისა და კატასტროფების რისკის მართვის მენეჯერი - ქრისტოფ პუშია და კატასტროფის რისკის მართვის მთავარი სპეციალისტი - ტაფაძვა დუბე დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics