13:57 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 14:47:14, 1274 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკა - ევროპელო მეგობრებო, გსურთ გაიგოთ როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს? რამდენიმე საათით ცივ სარდაფში ჩადით

რუსმა ტერორისტებმა თავიანთი „სამუშაო კვირა“ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო თავდასხმებით დაიწყეს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვას.

მისი თქმით, თუ ევროპელ მეგობრებს სურთ გაიგონ, როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს, ჩავიდნენ ცივ სარდაფში რამდენიმე საათით ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდეთ, როდის აღდგება ელექტროენერგია.

„დილა მშვიდობისა ევროპელო მეგობრებო! როგორ ხართ? კითხულობთ ტვიტებს? სვამთ ყავას? გსურთ გაიგოთ, როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს? ჩადით ცივ სარდაფში რამდენიმე საათით: თბილი ჭიქის ნაცვლად ფანრით და დენის ბანკით, ისე, რომ წარმოდგენა არ გქონდეთ, როდის აღდგება ელექტროენერგია.

რუსმა ტერორისტებმა თავიანთი "სამუშაო კვირა" ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო თავდასხმებით დაიწყეს, თუმცა ჩვენ მყარად ვდგავართ და იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ყველა ადამიანმა დილა სითბოთი და უსაფრთხოებით დაიწყო. დაწერეთ თუ რამეა, სიგნალის მიღებისთანავე გიპასუხებთ“, - წერს ზელენსკა.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დილით უკრაინის ქალაქებზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, ხარკოვში, ვინიცაში, ჩერკასში, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკში.

აფეთქებების ხმა დედაქალაქ კიევში დილის 08:00 საათზე გაისმა. 

როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად დედაქალაქის ნაწილი ენერგეტიკის გარეშე დარჩა. 

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ტუ-95/ტუ-160 სტრატეგიული თვითმფრინავიდან 50-ზე მეტი Kh-101/Kh-555 საკრუიზო რაკეტა გაუშვეს. მათგან 44 უკრაინამ ჩამოაგდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics