20:37 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 12:55:59, 1870 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დანიაში საქმიანი შეხვედრები გამართა

რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სკანდინავიის ერთ-ერთ უმსხვილეს მოგზაურთა ასოციაციის "PATA" საერთაშორისო ვორქშოპზე იყო წარმოდგენილი.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში უწყების მენეჯმენტმა ბიზნეს შეხვედრები დანიისა და შვედეთის 200-მდე ტურისტული კომპანიისა და ტურისტული სექტორის მთავარ მოთამაშეებთან გამართა. B2B შეხვედრებზე კომპანიებისთვის აჭარისა და ზოგადად საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების შეთავაზება მიმდინარეობდა. 

“მნიშვნელოვანია ევროპულ ბაზრებზე ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაცია. ამ შემთხვევაში, დანიის სამეფოში გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ როგორც ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების საჭიროება, ისე დანიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და დანიელი ტურისტების საქართველოში მოგზაურობის სტიმულირება. ტურისტულ კომპანიებთან და ასოციაციებთან ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება საქართველო აისახოს მათ ტურისტულ პაკეტებში, რათა სკანდინავიელი ტურისტებისთვის მოხდეს საქართველოს ტურისტული მიმართულების შეთავაზება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ. 

დანიაში გამართულ ვორქშოპს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად ესწრებოდა საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში ნათელა მენაბდე. ბიზნეს შეხვედრები ორი დღის განმავლობაში დანიის ორ ქალაქში კოპენჰაგენსა და ორჰუსში მიმდინარეობდა. მასში 20 ქვეყნის ტურისტული კომპანიის, ავიაკომპანიისა და ტურისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics