13:57 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 12:11:55, 1181 ნახვა

მსოფლიო
სამხრეთ კორეაში ჰელოუინის ჭყლეტვის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ-იოლმა და მისმა მეუღლემ ყვავილები შეამკეს სეულში ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა სპონტანური მემორიალი.
სულ მცირე 154 ადამიანი დაიღუპა შაბათს საღამოს, როდესაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა ვიწრო ქუჩაზე იტევონის რაიონში ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნის დროს.
ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული.
"ჩვენ უნდა დაგვეცვა ისინი. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ეს ახალგაზრდები გავწირეთ", - ამბობს მემორიალთან მისული მოხუცი ქალი.
"როგორც ჩანს, ინციდენტი უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო მოხდა და იმის გამო, რომ პოლიციამ ბრბოს ვერ გააკონტროლა. სასწრაფოდ უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოების ზომები", - განაცხადა მეორე კორეელმა.

სამხრეთ კორეის დედაქალაქის მერმა ო სე-ჰუნმა ევროპაში მოგზაურობა შეწყვიტა და სეულში დაბრუნდა.

"საშინელია, რომ ამდენი ახალგაზრდა დაიღუპა", - განუცხადა მან ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლება აიღებს დაკრძალვის ორგანიზებას და დაზარალებულებს მკურნალობაშიც დაეხმარება. ათობით დაშავებული ქალაქის საავადმყოფოებშია მოთავსებული.

შაბათის ჰელოუინის ზეიმი იყო პირველი მნიშვნელოვანი საჯარო ღონისძიება, რომელიც მოეწყო კოროვირუსული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. ამიტომაც შეიკრიბა ამდენი ხალხი იტაევონში.

ბოლო მონაცემებით, ტრაგედიას სულ მცირე 154 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მსხვერპლთა შორის არის 26 უცხოელი, მათ შორის ოთხი რუსი ქალი, ასევე შეერთებული შტატების, ჩინეთის, საფრანგეთის, ნორვეგიის, ყაზახეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics