17:19 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 18:53:11, 1149 ნახვა

პოლიტიკა
ლაიენი - ევროპაში ენერგოკრიზის გამო ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარდაჭერისთვის 70 მილიონ ევროს გამოვყოფთ

ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისის გამო ევროკავშირი ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარდაჭერის სახით 70 მილიონ ევროს გამოუყოფს. - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საარევოში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი არა მხოლოდ აწარმოებს ომს უკრიანის წინააღმდეგ, არამედ ენერგეტიკულ სფეროშიც.

„ვხედავ, რომ რუსეთი არა მხოლოდ აწარმოებს ომს უკრიანის წინააღმდეგ, არამედ ენერგეტიკულ სფეროშიც. ენერგეტიკული პრობლემები აზარალებს მოწყვლად ოჯახებს, ასევე ბიზნესს, მცირე და საშუალო საწარმოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა. შესაბამისად, მე მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ჩვენ გამოვყოფთ დასავლეთ ბალკანეთისთვის ენრგოუსაფრთხოების პაკეტს. ის მოიცავს მხარდაჭერის სახით 70 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics