|
2022-10-28 15:53:41, 1508 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1-ელ ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1-ელ ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა. მათივე ცნობით, დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს: თუ, მას საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი ქონება და ამ პირის ოჯახის წინა წლის შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს. ასევე, თუ ფიზიკურ პირს საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი მიწა, მიუხედავად შემოსავლების ოდენობის. „ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის ელექტრონულად დეკლარირება შესაძლებელია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით www.rs.ge დეტალური ინფორმაცია, ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, ასევე, ვიდეო ინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2021 წლის დეკლარაციის წარდგენა: https://www.youtube.com/watch?v=Nyolnwxo2iU ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება: https://www.youtube.com/watch?v=YjUGpZnSPYE ვებგვერდის მეშვეობით ფიზიკური პირებისთვის საკუთარი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rs.ge/PersonsTaxes?cat=2&tab=1 კითხვა-პასუხი https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გამოიყენოთ დისტანციური წვდომის შესაძლებლობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)