|
2022-10-28 11:32:33, 871 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური „ყაზატომპრომის" პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ ყაზახეთის ეროვნულ ბირთვულ კომპანია „ყაზატომპრომს" კუთვნილი პროდუქცია საქართველოს ტერიტორიაზე შემოაქვს. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ,,გარდაბანი", კერძოდ, სარკინიგზო სადგურზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, შემოვიდა ბუნებრივი ურანის კონცენტრატით დატვირთული სარკინიგზო ვაგონები (საერთო წონით 787 ტონა), რომელიც გადაადგილდებოდა ტრანზიტულად ყაზახეთის რესპუბლიკიდან კანადის მიმართულებით (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან). "ზემოაღნიშნული ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად, მოექცა ტრანზიტის პროცედურაში და შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით, განთავსდა ერთ-ერთ საბაჟო საწყობში. აქვე, განვმარტავთ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისთვის განკუთვნილი აღნიშნული საქონლის გადაადგილება, ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ყველა სახის საქონლის კონტროლი მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება, მათ შორის, განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვის პროცესი",- წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)