|
2022-10-28 01:30:02, 2516 ნახვა
სხვადასხვა
კიევში ქუჩას რუსეთის იმპერიის გენერლის ბაგრატიონის სახელი გადაერქმევა და მოკლული ჟურნალისტის სახელი ეწოდება
კიევის ქუჩას რუსეთის იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალის პეტრე ბაგრატიონის სახელი გადაერქვა და რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული ფოტოგრაფის მაქსიმ ლევინს სახელი დაერქვა. ქუჩების ახალი სახელები ქალაქის მცხოვრებლებმა შეარჩიეს. კერძოდ, მათ შეცვალეს ქუჩების სახელები: ნეკრასოვსკაია, პუშკინსკაია, ამურსკაია და ასტრახანსკაია. ცნობილი უკრაინელი ფოტოჟურნალისტი და დოკუმენტალისტი მაქიმ ლევინი ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით მოკლეს. დანაშაული 2022 წლის 13 მარტს მოხდა. ფოტოჟურნალისტის ცხედარი ვიშგოროდის რაიონის სოფელ გუტა მეჟიგორსკაიაში იპოვეს. პეტრე ბაგრატიონი იყო რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი (1809), 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის გმირი. წარმოშობით ის ბაგრატიონთა ქართული სამეფო გვარიდან იყო. ბაგრატიონი მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში, სადაც რუსმა იმპერალისტებმა მრავალი ათასი კავკასიელი გაანადგურეს. მან ასევე თავი გამოიჩინა 1787-1791 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. 1793-1794 წლებში მონაწილეობდა პოლონელი ხალხის ხოცვა ჟლეტვაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)