|
2022-10-27 19:07:08, 878 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის მთავრობამ მარიხუანას ლეგალიზაციის გეგმა შეიმუშავა
გერმანიამ ოთხშაბათს ჩამოაყალიბა გეგმა მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ, ამ ნაბიჯით გერმანია ევროპის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელშიც მარიხუანის მოხმარება ლეგალური იქნება. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, კალ ლაუთერბახის თქმით 20-დან 30 გრამამდე რეკრეაციული კანაფის პირადი მოხმარებისთვის შეძენა და ფლობა ასევე ლეგალური გახდება. რეგიონის ბევრმა ქვეყანამ უკვე მოახდინა კანაფის ლეგალიზება შეზღუდული სამედიცინო მიზნებისთვის, მათ შორის გერმანიამ 2017 წლიდან. სხვებმა მოახდინეს მისი ზოგადი მოხმარების დეკრიმინალიზაცია, თუმცა არ აძლევდნენ ლეგალიზებას. დოკუმენტის მიხედვით, კერძო თვითკულტივირება შეზღუდული იქნება. უკანონო საქმეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება. მთავრობა ასევე დააწესებს მოხმარების სპეციალურ გადასახადს და შეიმუშავებს კანაფის საგანმანათლებლო და ბოროტად გამოყენების პრევენციის პროგრამებს. კანაფის ლეგალიზებამ შეიძლება გერმანიას წლიური საგადასახადო შემოსავალი მოუტანოს და დაზოგოს დაახლოებით 4,7 მილიარდი ევრო (4,7 მილიარდი დოლარი) და შექმნას 27,000 ახალი სამუშაო ადგილი. გეგმის ძალაში შესვლამდე, კანონმდებლობის ცვლილება გერმანიის პარლამენტმა და ევროკომისიამ უნდა დაამტკიცოს. ლაუთერბახის თქმით, ევროკომისიის მხრიდან უარის შემთხვევაში, გერმანიის მთავრობა ლეგალიზაციის დამტკიცების ალტერნატიულ გზებზე იმუშავებს. გადაწყვეტილებამ უკვე გამოიწვია რეაქციათა ნაზავი ევროპის უდიდეს ეკონომიკაში. გერმანიის ფარმაცევტთა ასოციაციამ გააფრთხილა მთავრობა კანაფის ლეგალიზების ჯანმრთელობის რისკისების შესახებ და განაცხადა, რომ ეს აფთიაქებს სამედიცინო კონფლიქტში ჩააყენებს. გერმანიის მწვანეთა პარტიამ განაცხადა, რომ ათწლეულების განმავლობაში კანაფის აკრძალვა მხოლოდ ამძაფრებს რისკებს.
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)