10:46 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 15:34:12, 1007 ნახვა

საზოგადოება
სიღნაღში ძმამ და მოკლა - რას ჰყვებიან ადგილობრივები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე და მოკლა. 

შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მოხდა. ქალი 34 წლის იყო. 

როგორც ადგილობრივები ჟურნალისტებთან საუბრისას ჰყვებიან, ქალი ორ ძმასთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებისას კი, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ძმებს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ. 

გაშველების მცდელობისას, ერთ-ერთმა ძმამ ბლაგვი საგნით ქალს სხეულზე მძიმე დაზიანება მიაყენა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"იქეიფეს და მერე მანქანაში გოგო ყვიროდა - მიშველეთო და სხვა რა მოხდა არ ვიცი. ამბობენ, თავში ჩაარტყაო", - ამბობს ადგილობრივი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics