|
2022-10-26 12:39:45, 725 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 218 ოჯახს გადაეცემა
თბილისში კიდევ 218 ოჯახი იზეიმებს საკუთარ ჭერს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ოჯახები დიდი ხანია ელოდნენ იმას, რომ საცხოვრებელი ფართები, სადაც წლებია ცხოვრობდნენ, მათი საკუთრება გამხდარიყო. „დაუკანონებელი ქონების საკუთრებში გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. მისი განხორციელება 2017 წლიდან დავიწყეთ. ამ ეტაპზე, სამგორის რაიონში ქონება დაუკანონდა 77 ოჯახს. ვაკის რაიონში საკუთრებაში ფართები 57 ოჯახს გადაეცემა, ნაძალადევის რაიონში - 26 ოჯახს, გლდანში - 31 ოჯახს, საბურთალოს რაიონში - 21-ს, ისანში - ხუთს, ჩუღურეთის რაიონში კი ერთ ოჯახს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მოქალაქეებმა, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ, თავიანთი რაიონების გამგეობებს უნდა მიმართონ. „მათ, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვთ, შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობებს და წარადგინონ შესაბამისი საბუთები, რათა დაიწყონ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)