|
2022-10-26 11:19:48, 680 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურის წარმომადგენლები ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეხვდნენ
ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში - ,,არა ფემიციდს", ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ბენეფიციარებს, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია, მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი ხატია ბაშარული და პროკურორი ლაშა გამყრელიძე შეხვდნენ. შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა, ბენეფიციარებს მათი უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, ისაუბრეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა საჭიროებების გათვალისწინებაზე პროკურორების ყოველდღიურ საქმიანობაში, მათთვის სპეციალური სერვისების მიწოდებაზე, სამართლებრივ დახმარებაზე, სამართალწარმოების პროცესში ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე. პროკურატურის წარმომადგენლებმა მათ საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს, რომლებიც სპეციალურად კამპანიის ფარგლებში დამზადდა და ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის. შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ბენეფიციარების ისტორიებიც მოისმინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ს საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. ოჯახში ძალადობის და ფემიციდის დანაშაულების დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და მათი საჭიროებების გათვალისწინება კამპანიის ფარგლებში აქტიურად გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)