07:46 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 09:05:44, 1117 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, შესაძლოა, ეს "ცრუ ოპერაცია" არ იყოს.

„ნება მომეცით განვაცხადო, რომ რუსეთი წარმოუდგენლად სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ეს არის ცრუ ოპერაცია, მაგრამ ეს იქნება სერიოზული, სერიოზული შეცდომა“, – აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და  შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის,  ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "თუ რუსეთი ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ის".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics