10:46 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 16:02:16, 815 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკის განათლების მიმართულების ხელმძღვანელს, რიტა ალმეიდას შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა მსოფლიო ბანკის განათლების მიმართულების ხელმძღვანელს, რიტა ალმეიდას, რომელიც ადამიანური კაპიტალის პროგრამის ოფიციალურად დაწყებასთან დაკავშირებით ჩამოვიდა საქართველოში.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლები. 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ადამიანური კაპიტალის პროგრამის დაწყების მნიშვნელობას ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სექტორების გაძლიერების მიმართულებით.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, აღნიშნულ სექტორებში ქვეყანამ გაატარა ძირითადი რეფორმები, თუმცა საჭიროა შემდგომი ტრანსფორმაციული ცვლილებები, რათა ადამიანური კაპიტალი იყოს ქვეყნის ზრდისა და კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალა.

მან მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების პროცესში მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი ძალისხმევით, ხელი შეუწყონ ადამიანური კაპიტალის პროგრამის წარმატებით იმპლემენტაციას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics