21:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 15:03:13, 778 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის მე-2 შესახვევში, N35-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის მშენებლობა ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, 41-მეტრიანი კედელი შენდება. ასევე, მოეწყობა დამცავი ღობე.

სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნული ტერიტორია საფრთხის შემცველი იყო. იშლებოდა მიწა, რის გამოც საჭირო  გახდა გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობის დაწყება. ამ პროექტით თავიდან ავიცილეთ მდგომარეობის გამწვავება და მიწის ჩამოშლის საშიშროება აღარ დგას. ადგილობრივი მოსახლეობაც დაცულია“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 224 000 ლარია გათვალისწინებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics