|
2022-10-24 17:36:11, 742 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში გამწვანების აქცია ჩატარდა
საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდ დიღომში, გამწვანების აქცია ჩატარდა. აღნიშნული ტერიტორია საბავშვო ბაღ „ხუთკუნჭულასთან“ მდებარეობს და თბილისის მერის გადაწყვეტილებით, მისი ადგილმონაცვლეობა განხორციელდა. მერიის ცნობით, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არიზონას კიპარისის ჯიშის 150 ძირი ნერგი დაირგო, რომელიც დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საბურთალოს გამგეობას გადასცა. გამწვანების აქციაში საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ, ბაღ „ხუთკუნჭულას“ აღსაზრდელებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. ასევე, გამწვანების აქციაში თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. „ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიის გამწვანება, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო და მერის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის აქტიურობით და საკრებულოს ჩართულობით, ტერიტორია დაუბრუნდა ქალაქს. მიხარია, რომ საბავშვო ბაღის ბავშვებთან ერთად ვამწვანებთ ტერიტორიას. ისინი სწავლობენ გარემოზე ზრუნვას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)