|
2022-10-24 13:20:04, 1760 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - 2023 წელს ეკომიგრანტი ოჯახების დახმარება გაიზრდება და 40 000 ლარით განისაზღვრება
აჭარის მთავრობის სხდომაზე 2023 წლის აჭარის ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ იმსჯელეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტმა გადააჭარბა ნახევარ მილიარდ ლარს, 5.2%-ით გაიზარდა და 507 300 000 ლარს შეადგენს. ,,ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, შესაბამისი ასახვა ჰპოვა საგადასახადო შემოსულობებზე, საგადასახადო გადასახადზე და ის განისაზღვრა 410 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით შეადგენს 17.2%-იან ზრდას. აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურული პროექტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის პრიორიტეტები, რომელიც მოსახლეობისთვის წარმოადგენს ყველაზე დიდ გამოწვევას. ამ მიმართულებით, 4 მილიონი ლარით განისაზღვრა მომავალი წლისთვის ეკომიგრანტების შესაბამისი საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამა. ჩვენ ვზრდით დაფინანსებას და მომავალი წლისთვის თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისთვის იქნება 40 000 ლარი" - გაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე. 2023 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ფაზის დაფინანსებას და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება განისაზღვრა 17 მილიონი ლარით. აჭარის 2023 წლის ბიუჯეტით იზრდება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი 4 080 000 ლარამდე, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე თანადაფინანსების წილი 40 000 ლარამდე. გაგრძელდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი. ასევე, გაგრძელდება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, რისთვისაც 4 500 000 ლარი დაიხარჯება. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 60 მლნ ლარამდე გაიზარდა და 2023 წელს 50 კმ-მდე გზაზე მოეწყობა ასფალო-ბეტონი, მათ შორის ტურისტული მნიშვნელობის გზებზე. საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირებისთვის გაიზრდება ხელფასები. იზრდება მუნიციპალიტეტების დაფინანსება კაპიტალური ტრანსფერების ნაწილში და შეადგენს 168 მლნ ლარს, რომელიც მისცემს საშუალებას მუნიციპალიტეტებს განახორციელონ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)