|
2022-10-22 11:50:39, 848 ნახვა
საზოგადოება
ლიბერთის ინოვაციური პროდუქტი ახალი შესაძლებლობებისთვის - გამარტივებული იპოთეკური სესხი
ლიბერთიმ ახალი პროდუქტის, 'გამარტივებული იპოთეკური სესხის' შესახებ განაცხადა. ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამარტივებული იპოთეკური სესხი, ბინის ღირებულების 100%-იან დაფინანსებას 0% თანამონაწილეობით გულისხმობს. შეთავაზება უნიკალურია ბაზარზე და ნებისმიერი მომხმარებლისთვის ბინის მარტივად შეძენასთან ერთად, დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „ახალი ლიბერთის სტრატეგია მომხმარებლის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია ადამიანებისთვის საკუთარი სივრცის შექმნის ან თუნდაც შემოსავლის გაზრდის მიზნით ბინის შეძენის შესაძლებლობის მიცემა. ახალი პროდუქტის დიზაინის ეტაპზე, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი სწორედ ეს იყო - თუ აქამდე კომერციულ ბანკში იპოთეკური სესხით სარგებლობისთვის თანამონაწილეობა ან წინასწარი შენატანი ან დამატებითი ქონებით უზრუნველყოფა იყო საჭირო,'გამარტივებული იპოთეკური სესხის' პირობებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა სრულად დაიფინანსოს ჩვენს პარტნიორ დეველოპერთან შერჩეული ბინა - ანი ჯიბლაძე, ლიბერთის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 'გამარტივებული იპოთეკური სესხის' პირობებით, ნებისმიერ მსურველს, რომელიც ლიბერთის მიერ დაფინანსებულ პარტნიორ დეველოპერულ კომპანიაში შეარჩევს ბინას, ქონების ღირებულების 100%-ს ლიბერთი დაუფინანსებს. 0%-იანი თანამონაწილეობის პირობა ვრცელდება ლიბერთის მიერ სრულად დაფინანსებულ დეველოპერულ პროექტებზე, რომლის მშენებლობის ყველა ეტაპის დასრულებას უზრუნველყოფს ლიბერთი ბანკი. აღსანიშნავია, რომ ახალი პროდუქტი საინტერესოა დეველოპერული კომპანიებისთვისაც - მათ აქვთ საშუალება ლიბერთის პროექტში ჩართულობით მშენებლობისთვის მიიღონ სასურველი დაფინანსება და შედეგად, ლიბერთის მომხმარებლებს მისცენ განსაკუთრებული პირობებით ბინის შეძენის შესაძლებლობა. პარტნიორი დეველოპერების შეთავაზებები და პროდუქტის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია www.libertybank.ge-ზე. სს ლიბერთი ბანკის შესახებ ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)