18:37 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-22 11:26:43, 1686 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში ოკუპაციისგან 88 დასახლება გაათავისუფლეს

ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისაგან 88 დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა იტყობინება.

აღნიშნულია, რომ გათავისუფლებულ სოფლებს შორისაა ნოვოდმიტრივკა, კოსტირკა, ჩერეშნევა, ნოვომიკოლაივკა, ნოვოპეტრივკა, ბლაკიტნე, სადაც სტაბილიზაციის ღონისძიებების კომპლექსი განხორციელდა.

"თავდაცვის ძალებმა უკვე გაათავისუფლეს 88 დასახლებული პუნქტი, რომელშიც დაახლოებით 12 000 ადამიანი ცხოვრობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა უკრაინის სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთში რამდენიმე თვეა გრძელდება. ამჟამად ხარკოვის რეგიონში მხოლოდ 32 დასახლებაა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ  .

ასევე რთულია მტრის პოზიცია სამხრეთში. ხერსონის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები ცეცხლის ქვეშ აკონტროლებენ ოკუპანტების ყველა საკონტროლო ლოგისტიკური მარშრუტს. 

სამხედრო დამარცხების გამო, კრემლი ნოვოკახოვსკაია ჰესის კაშხლის აფეთქებით იმუქრება . უკრაინის პრეზიდენტის თქმით,  80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი , დატბორვის საფრთხის წინაშეა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics