21:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 12:23:04, 1143 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტი იორდანიაში, ქალაქ ამანში გამართულ კონფერენციას დაესწრო

იორდანიაში, ქალაქ ამანში გამართულ კონფერენციას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი დაესწრო 

კონფერენცია ლაბორატორიებს შორის ურთიერთობების დამყარებას და სამომავლო თანამშრომლობების შესაძლებლობის განხილვას ისახავდა მიზნად.

ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტმა ლაბორატორიის შესაძლებლობებისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. 

იორდანიაში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს, იორდანიის, ერაყის, საუდის არაბეთისა და თურქეთის ლაბორატორიის წარმომადგენლები. 

ღონისძიება აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა (DTRA)  და სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების გლობალურ ფონდის (CRDF) მიერ იყო ორგანიზებული. 

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდი, საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროს განვითარებას. 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, წლების განმავლობაში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics