|
2022-10-21 11:13:53, 1124 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში კონფერენცია ჩატარდა
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ჭრილში სამინისტროების მასშტაბით პირველად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რისკის მართვის სისტემის დანერგვა მიმდინარეობს. აღნიშნული ფინანსური მართვისა და კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ ამ მიმართულებით, თავდაცვის სამინისტროს გამოცდილებისა და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გაზიარების მიზნით „რედისონ ბლუ ივერიაში“ ერთდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „რისკი ჰიბრიდულ ეპოქაში“ გაიმართა. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენცია თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა გახსნა და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის სისტემაში რისკის მართვის სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ასევე, გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი. კონფერენციაზე მონაწილეებმა თანამედროვე, ჰიბრიდულ ეპოქაში არსებული გამოწვევები და მასთან დაკავშირებული რისკები განიხილეს, ასევე ისაუბრეს რისკის მართვის მნიშვნელობაზე, სტრატეგიული კომუნიკაციების, კიბერუსაფრთხოებისა და კორუფციულ რისკებზე. კონფერენციის მსვლელობისას განხილული იყო საკითხები საქართველოს საჯარო სექტორში რისკის მართვის მიმართულებით არსებულ პროგრესზეც. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა თავიანთ გამოსვლებში მათ უწყებებში რისკის მართვის სისტემის დანერგვის პროცესში მიღებულ გამოცდილებასა და მიღწეულ შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)