|
2022-10-20 19:09:46, 1418 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - შეერთებული შტატები არასდროს აკეთებს ანონსს სანქციების შესახებ
შეერთებული შტატები არასდროს აკეთებს ანონსს სანქციების შესახებ. - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისივე თქმით, სანქციებთან შეკითხვა ალბათ უფრო განკუთვნილია პრეზიდენტ ზელენსკისთვის. "ეს შეკითხვა ალბათ უფრო განკუთვნილია პრეზიდენტ ზელენსკისთვის. როგორც ადრეც არაერთხელ მითქვამს, შეერთებული შტატები არასდროს აკეთებს ანონსს სანქციების შესახებ. როდესაც ჩვენ ვინმეს ვუწესებთ სანქციებს, ამას საჯაროდ ვაცხადებთ და ვაქვეყნებთ ვებგვერდზე". - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)