21:10 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-20 18:37:14, 1817 ნახვა

პოლიტიკა
უჩა მამაცაშვილის ადვოკატი დასანქცირებაზე - ეს არის სამწუხარო, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია

ეს არის სამწუხარო, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია. - ამის შესახებ უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა,  ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადარომელიც ივანიშვილის ოჯახი სანქცირებულთა სიაში შეყვანას შეეხებოდა.

მისივე თქმით,მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბატონ უჩა მამაცაშვილს, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს რაიმე საქმიანი ურთიერთობა აქვს რუსეთში ან რუსეთში მოღვაწე რომელიმე ბიზნესმენთან, ვინც სანქცირებულთა სიაშია, ასეთი მტკიცებულება არ არსებობს.

"ეს არის სამწუხარო, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, ამ შემთხვევაში მეტს ვერაფერს დავარქმევთ იმიტომ, რომ რა დგას ამ ბრძანების უკან არსებობს თუ არა რაიმე მტკიცებულება, დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო ისეთ ბრძანებულებას ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბატონ უჩა მამაცაშვილს, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს რაიმე საქმიანი ურთიერთობა აქვს რუსეთში ან რუსეთში მოღვაწე რომელიმე ბიზნესმენთან, ვინც სანქცირებულთა სიაშია, ასეთი მტკიცებულება არ არსებობს და ვერც იარსებებს, შესაბამისად ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება, რომელსაც უბრალოდ პერმანენტული ხასიათი აქვს". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics