|
2022-10-20 16:49:02, 2317 ნახვა
სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალების სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022" მუხროვანში დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შემაჯამებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი მაჰმად ჰასანოვი და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი კაან ორბაი დაესწრნენ. სცენარის მიხედვით, აღმოჩენილ მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფის მართვის პუნქტზე სამივე ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების კომბინირებულმა ჯგუფებმა შეტევა განახორციელეს. საცეცხლე მხარდაჭერის ქვეშ მოხდა სამანევრო ელემენტების მიერ შეტევის განხორციელება, რის შედეგადაც განეიტრალდა მოწინააღმდეგის ძალები. ორკვირიანი წვრთნა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებასა და კოორდინირებულად მოქმედებას ისახავდა მიზნად. შემაჯამებელი სწავლების დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის და სწავლებაში მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სამხედროებს სწავლების დასრულება ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)