|
2022-10-20 14:28:54, 1375 ნახვა
საზოგადოება
„გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები“ - რეგულირების სააგენტო იაშვილის კლინიკის მუშაობის შეჩერებაზე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო პაციენტების მიღებას დროებით წყვეტს. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ კლინიკა ინფექციის კონტროლის სისტემის არსებობასთან დაკავშირებით შეამოწმა. როგორც სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორმა, ლიანა ჭუმბურიძემ განაცხადა, კლინიკაში გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ პრობლემების გამოსწორება. „გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციამ, მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ პრობლემების გამოსწორება. შესაბამისად, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერებულია სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებისა. ასევე, ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ იაშვილის კლინიკასთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ, რეფერირებაში შესაბამისი პროფილის კლინიკებში. ჩვენი მიზანია, ყველა მოქალაქემ მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ 2025 წელს და ყველა კლინიკისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია, რათა თითოეულმა მოქალაქემ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მომსახურება მიიღოს“, - განაცხადა ლიანა ჭუმბურიძემ. ცნობისთვის, ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტის ფარგლებში დაანონსებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე დასრულდება და სამედიცინო ცენტრში სრულად განახლდება პედიატრიული მიმართულების ყველა სპექტრი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)