|
2022-10-20 12:06:57, 1310 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია, მაგრამ არავინ გვეუბნება, როგორ ჩავანაცვლო ის
მეუბნებიან, რუსული გაზი ცუდია, მაგრამ არავინ გვეუბნება, როგორ ჩავანაცვლო ის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. როგორც ორბანმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა, უნგრეთმა საკუთარი ეკონომიკა თვითონ უნდა მართოს. "მეუბნებიან, რუსული გაზი ცუდია. მეუბნებიან, რომ ყიდვა უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ არავინ გვეუბნება, როგორ ჩავანაცვლოთ ის ხუთ წელიწადში კი არა, ხვალ. ჩვენ უნდა ვმართოთ ჩვენი ეკონომიკა, ეს ასე მარტივია“, - ამბობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, 31 აგვისტოს გაზპრომმა ევროპისთვის გაზის მიწოდება Nord Stream 1-ით შეაჩერა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ნავთობის გაჟონვა დაფიქსირდა მილსადენის კომპრესორის ნაწილებზე და აღჭურვილობა უნდა გათიშულიყო გაჟონვის გამოსწორებამდე. 2 სექტემბერს რუსულმა გაზის კომპანიამ „გაზპრომმა“ გამოაცხადა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მილსადენით გაზის ტრანსპორტირების სრული შეჩერება განუსაზღვრელი ვადით. 3 სექტემბერს თეთრი სახლი გამოეხმაურა Nord Stream-ის სრულ გათიშვას. რუსული Nord Stream გაზსადენის მიმდინარე გათიშვის ფონზე, ევროპაში გაზის ფასი 5 სექტემბერს დილით 30%-ით გაიზარდა თითქმის $2,900 ათას კუბურ მეტრზე. 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტებს რუსული გაზის ფასის შეზღუდვის შესახებ. 2022 წლის 28 სექტემბერს ევროკავშირის ქვეყნებმა გაზის ფასის დაუყოვნებლივ შეზღუდვა მოითხოვეს. 1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „გაზპრომმა“ იტალიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა. 2022 წლის 4 ოქტომბერს თურქეთმა გადაწყვიტა გაზის სერიოზული შეთავაზება გაეკეთებინა გაზპრომისთვის. 5 ოქტომბერს „გაზპრომმა“ ოფიციალურად აღიარა გაზზე მოთხოვნის დაცემა.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)