|
2022-10-20 10:48:17, 1153 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან, რომელსაც ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დილბარო მანსური ხელმძღვანელობს. ვიზიტი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა. მისი მიზანია მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებზე საქართველოს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სტუმრებს დეტალურად გააცნო საქართველოში მოქმედი თავშესაფრის სისტემა, ასევე ესაუბრა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე. დილბარო მანსურიმ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ ტაჯიკეთის მხარისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება. შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ტაჯიკეთის დელეგაციის ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და მზაობა გამოთქვა, მომავალშიც გაგრძელდეს მხარეთა შორის თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)