|
2022-10-17 18:02:40, 2380 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა გერმანელ დიპლომატებს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩთან და თავდაცვის ატაშესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ერნსტ პეტერ ფიშერსა და ვიცე-პოლკოვნიკ ანდრეას ზებალდს საქართველოში დიპლომატიური მისიის წარმატებით განხორციელება უსურვა. მან საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის სფეროში საქართველოს გერმანიასთან, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორთან, ასეთი ინტენსიური თანამშრომლობა არასოდეს ჰქონია. ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების, თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის პროცესში გერმანიის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა და გერმანულ მხარეს მტკიცე პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გერმანიის, როგორც ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერი ქვეყნის როლი, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს ხელმძღვანელობს, როგორიცაა: თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS), სამხედრო-საინჟინრო მიმართულება და სამხედრო მედიცინის შესაძლებლობების განვითარება. საუბარი ასევე შეეხო ნატოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის პროექტში სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გერმანიის, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ჩართულობასა და უდიდეს ფინანსურ კონტრიბუციას. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროცესები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ერთობლივი საქმიანობა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და მასთან დაკავშირებული მზარდი საფრთხეებიც მიმოიხილეს.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)