|
2022-10-17 14:59:30, 999 ნახვა
საზოგადოება
ფურცხვანიძე - მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ამიერიდან რა იქნება, არ მაინტერესებს
მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე,- ამის შესახებ „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. კითხვაზე, თუ რატომ იყო 22 ვოლტიან კვების ბლოკი დამონტაჟებული შადრევანში, ფურცხვანიძე პასუხობს, რომ - "ყველგან არის დამონტაჟებული - რიყის შადრევანზე მიდით და გადაიღეთ, იტალიელების მოწყობილია". მისი თქმოთ, გამოძიება გრძელდება და გამოკითხვაზე ისევ დაიბარებენ. „საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, დანარჩენს ვერ გეტყვით, კითხეთ გამოძიებას. ელექტროობა შემოწმებული იყო, დაინსტალირების დროსაც და მერეც იყო შემოწმებული. მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ამიერიდან რა პასუხისმგებლობა იქნება ეგ სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად არ მაინტერესებს. სავარაუდოდ, კიდევ დამიბარებენ“,- განაცხადა ფურცხავნიძემ. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმე იყო მისი ორი თანატოლის მდგომარეობაც, თუმცა მოზარდებმა კლინიკა უკვე დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)