|
2022-10-17 14:24:52, 1101 ნახვა
საზოგადოება
მერის მოადგილე ვაკის პარკის შადრევანზე - დასკვნა ყველა ეტაპზე იყო დადებითი და შესრულებული სამუშაო შეესაბამებოდა პროექტს
დასკვნა ცალსახად ყველა ეტაპზე იყო დადებითი. ცალსახად ყველა ეტაპზე დასკვნაში იყო ნახსენები, რომ შესრულებული სამუშაო შეესაბამება პროექტს და ეს პროექტი არის შესრულებული ქვეყანაში ყველა არსებული სამშენებლო ნორმის მიხედვით, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ განაცხადა ვაკის პარკის ახლადგახსნილ შადრევანზე, სადაც 13 ოქტომბერს დენის დარტყმის შედეგად ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა. როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებს უთხრა, აღნიშნული დასკვნის შემდეგ, დედაქალაქიის მერიის თანამშრომლებს უფლება არ ჰქონდათ, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე თანხმობა არ გაეცათ. "მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ არ შევისყიდეთ ცალკე შადრევანი, ცალკე ელექტროგაყვანილობა, ჩვენ შევისყიდეთ სრულყოფილი კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავდა ყველა საჭირო კომპონენტს, როგორც უკვე ვახსენე, პროექტირების დონეზე. როდესაც უკვე დაიწყო განხორციელება პროექტის, გარკვეული ეტაპები ჩაბარდა დედაქალაქს. მაგალითად, პირველი ეტაპი იყო სადემონტაჟო სამუშაოები. მისი დასრულების შემდეგ, შესაბამისი მიღება-ჩაბარება დაექსპერტებული ჩაბარდა დედაქალაქს. რამდენიმე ასეთი ეტაპი ჩაგვბარდა და ყველა ასეთი ეტაპი არის დაექსპერტებული, მათ შორის შადრევნის ნაწილი. რაც შეეხება ჩვენს სამსახურებს, ჩვენი სამსახურები ამოწმებს, აკრედიტებული არის თუ არა ექსპერტი, აქვს თუ არა შემოწმების უფლება და ასევე, ამოწმებს დასკვნის შინაარსს. დასკვნა ცალსახად ყველა ეტაპზე იყო დადებითი. ცალსახად ყველა ეტაპზე დასკვნაში იყო ნახსენები, რომ შესრულებული სამუშაო შეესაბამება პროექტს და ეს პროექტი არის შესრულებული ქვეყანაში ყველა არსებული სამშენებლო ნორმის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს არ გაეცათ თანხმობა მიღება-ჩაბარების აქტზე", - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. მისივე თქმით, მერია, ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას არ გაურბის. "ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ მოხდეს გამოკვლევა, თუ რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ამა თუ იმ მექანიზმმა. ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. მზად ვართ, ვაგოთ პასუხი, თუკი რამე ბრალეულობა გამოიკვეთება", - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)