21:59 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-16 15:11:10, 1698 ნახვა

ომი უკრაინაში
ფედოროვი - ვემზადებით ზაპოროჟიეს რეგიონის დეოკუპაციისთვის

გულიაიპოლეს მახლობლად განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი და დაიჭრა 20-ზე მეტი ოკუპანტი. - ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის რუსი დამპყრობლებისგან გასათავისუფლებლად ემზადება.

"გულიაიპოლეს მახლობლად განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი და დაიჭრა 20-ზე მეტი ოკუპანტი.

ტოკმაკში განადგურდა 10 ერთეული სამხედრო ტექნიკა და დაიჭრა 40-მდე რუსი სამხედრო;

პოლოგში - 30-მდე დაჭრილი დამპყრობელი;

კამენკა-დნეპროვსკაიაში განადგურდა 7 ერთეული სამხედრო ტექნიკა და დაიჭრა 40-მდე რუსი დამპყრობელი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერს დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. 

აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics