23:29 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 20:21:41, 1062 ნახვა

პოლიტიკა
ICDS - ოპოზიციური მედიის დირექტორის დაკავების შემდეგ ქართული დემოკრატია უფრო სწრაფად ეცემა

ოპოზიციური მედიის დირექტორის დაკავების შემდეგ ქართული დემოკრატია უფრო სწრაფად ეცემა. - ამის შესახებ საუბარია ესტონეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის (ICDS) სტატიაში. 

მათივე თქმით, მთავრობა აწესებს კონტროლს სასამართლო სისტემაზე და კონსტიტუციურად დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე.

"2021 წელს მელია ციხეში გაგზავნეს;
2022 წლის მაისში ასევე დააპატიმრეს ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია მთავარის მფლობელი და ხელმძღვანელი ნიკა გვარამია. იქამდე დაჭერილი უკვე იყო ამავე ტელეკომპანიის დამფუძნებელი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი რურუა. მას შემდეგ ქართული დემოკრატიის დაცემა უფრო სწრაფი გახდა. 
მთავრობა აწესებს კონტროლს სასამართლო სისტემაზე და კონსტიტუციურად დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე (როგორიცაა ეროვნული ომბუდსმენი და საარჩევნო კომისია), სპეცსამსახურები აფიქსირებენ ოპოზიციურ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს და აქვეყნებენ ჩანაწერებს შერჩევით მედიაში, მთავრობა ავიწროებს სამოქალაქო საზოგადოებას.
საქართველომ ოფიციალურად დაიკავა პოზიცია, რომ ომს მიღმა დარჩება და აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს ჩაბმაში ადანაშაულებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics