|
2022-10-14 11:28:13, 1183 ნახვა
საზოგადოება
დევი მეზურნიშვილი - სამი ბავშვი იყო შადრევანში უგონო მდგომარეობაში, რაც შევძელი გავაკეთე - ორი გამოვიყვანე
სამი ბავშვი იყო შადრევანში უგონო მდგომარეობაში. რაც შევძელი, გავაკეთე - ორი ბავშვი გამოვიყვანე. სანამ ორი გამოვიყვანე, მესამის გამოყვანა დაგვიანდა, - ამის შესახებ მებაღე დევი მეზურნიშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აცხადებს. მისი თქმით, შადრევნიდან ამოყვანილ ბავშვებს პირველადი სასწრაფო დახმარება ადგილზე მყოფმა ხალხმა გაუწია. "უამრავი ადამიანი იყო, მაგრამ არავინ ჩასულა, ალბათ, ყველას შეეშინდა. მე იმ მომენტში არც მიფიქრია, რომ იქ დენი იყო. რომ ჩავედი, მივხვდი, რომ მეც დენმა დამიჭირა, მაგრამ ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა. სამი ბავშვი იყო შადრევანში უგონო მდგომარეობაში. რაც შევძელი, გავაკეთე - ორი ბავშვი გამოვიყვანე. მესამის გადარჩენა ვერ მოხერხდა, რის გამოც ძალიან ვწუხხვარ. მასაც გავუწიეთ პირველადი დახმარება. ხალხი ცდილობდა ყველაფერს, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა, როგორც ჩანს. სასწრაფოც მალე მოვიდა. შადრევანიც მალე გამოირთო. ორი ბავშვი სანამ გამოვიყვანე, მესამის გამოყვანა დაგვიანდა", - უთხრა "ტვ პირველს" დევი მეზურნიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)