21:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 11:28:04, 1140 ნახვა

საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ ილია მეორე გადადგომას გეგმავდა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გადადგომას გეგმავდა. 

როგორც ჯაღმაიძემ სვეტიცხოველში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გადადგომის მიზეზი, სავარაუდოდ, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო, თუმცა მღვდელმთავრებმა ხელი შეუშალეს. 

"ვთქვი ამის შესახებ, რომ პატრიარქს ჰქონდა ნათქვამი გადადგომის შესახებ, თუმცა არანაირი თარიღები, არანაირი ვადები სიმართლეს არ შეესაბამება. ალბათ გადადგომას მისი ჯანმრთელობიდან ან ასაკიდან გამომდინარე გეგმავდა. მღვდელმთავრები არიან წინააღმდეგი ამის და განწყობაც შესაბამისია, რომ პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება",- განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა. 

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ილია მეორეს გადადგომის სურვილი ჰქონდა. სოსო გოგაშვილის მტკიცებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებამდე პატრიარქი აპირებდა გადადგომას "კონკრეტულად 14 ოქტომბერს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics