|
2022-10-13 16:05:11, 912 ნახვა
საზოგადოება
ბავშვები დილიდან არ გამოცხადდნენ გაკვეთილზე, მასწავლებელმა ეს მშობლებს აცნობა - თამარ მახარაშვილი ვაკის პარკის ტრაგედიაზე
კლასის დამრიგებელმა მშობლებს შეატყობინა, რომ მათი შვილები სკოლაში დილიდანვე არ გამოცხადდნენ, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მასწავლებელმა ყველა რეგულაციის დაცვით საკუთარი მოვალეობა შეასრულა. "პირველ რიგში უმძიმესი ტრაგედია მოხდა, ვუსამძიმრებთ მარიტა მეფარიშვილის ოჯახს, რაც შეეხება 54 საჯარო სკოლას ეს კონკრეტული ბავშვები არ გამოცხადდნე დილიდან გაკვეთილზე. რეგულაციების მიხედვით დამრიგებელი ვალდებულია, როგორც კი არ გამოცხადდება მოსწავლე სკოლაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მშობლებს, შესაბამისად მასწავლებელმა საერთო ჩათით აცნობა მშობლებს, რომ მათი შვილები არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესებს. საკუთარი მოვალეობა დამრიგებელმა შეასრულა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)