21:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 16:03:49, 970 ნახვა

საზოგადოება
„ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა“ - 13 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, ნორმის ფარგლებშია

13 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, ნორმის ფარგლებშია. ამის შესახებ  „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმმა, დავით ცაბაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით და ბავშვი არის ხელოვნურ სუნთქვაზე. 

"ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომელზეც ვიცით და ველოდებით და მზად ვართ ამ გართულებებისთვის. რა იქნება მომავალში არ ვიცით. ბავშვი არის ხელოვნურ სუნთქვაზე, გონებადაბინდულია, იყო ელექტროტრავმა, მოხდა ინტუბაცია და მერე მოხდა ჩვენთან გადმოყვანა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა.  

ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics