|
2022-10-13 15:59:55, 1047 ნახვა
საზოგადოება
ოხანაშვილი ვაკის პარკის ტრაგედიაზე - სამარცხვინოა, რომ ჟურნალისები ახლა ტრაგედიით მანიპულირებთ
სამარცხვინოა, რასაც ჟურნალისები ახლა აკეთებთ, ტრაგედიით მანიპულირებთ,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გიორგი ამილახვარის კომენტარი ჟურნალისტებმა არასწორად გაიგეს და გააშუქეს, ამასთან, აქ სიტყვები უადგილოა და მთავარია, რომ გამოძიება დაწყებულია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული და თუკი ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, პასუხისმგებლობა დადგება და უნდა დადგეს. „სამარცხვინოა, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, ტრაგედიით მანიპულირებთ. 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა და თქვენ პოლიტიკური დღის წესრიგი შემოგაქვთ აქ. აქ სიტყვები უადგილოა, მთავარია, რომ გამოძიება დაწყებულია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული და თუკი ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, პასუხისმგებლობა დადგება და უნდა დადგეს. ყველა სხვა განცხადება, რომელიც გადაგაქვთ პოლიტიკურ ჭრილში, კახა კალაძეს უკავშირებთ, ოცნებას დაუკავშირებთ, ამას გააკეთებთ, ეს არ გვიკვირს, ეს არის სამარცხვინო",- ამბობს ოხანაშვილი. ცნობისთვის, ცოტახნის წინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არასრულწლოვანი ბავშვების მშობლებს უნდა დააკისროს. შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)