|
2022-10-13 13:19:57, 762 ნახვა
მსოფლიო
გაიდაი - ოკუპანტები ცდილობენ, ლუგანსკის რეგიონის დეოკუპირებული სოფლები გაანადგურონ
რუსი ოკუპანტები ცდილობენ, გაანადგურონ ლუგანსკის რაიონის სოფლები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახლახან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. მისი თქმით, ლუგანსკის ოლქის ხელისუფლება და საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, დახმარება გაუწიონ იმ დასახლებებს, რომლებიც მომავალში ოკუპანტებისაგან განთავისუფლდებიან. „დეოკუპაცია დაიწყო. რუსული არმია როცა ხვდება, რომ ტერიტორიას კარგავს, გარდა იმისა, რომ იჭრება, აშენებს სიმაგრეებს, აზიანებს ტექნიკას, აფეთქებს ხიდებს, ნაღმავს ყველაფერს ირგვლივ, ასევე ისვრის. ისინი ესვრიან დეოკუპირებული სოფლებს არტილერიით, ტანკებით და ყველაფრით, რაც მათ აქვთ. მიწასთან ასწორებენ ყველაფერს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა შეაჩერონ“, - აცხადებს გაიდაი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)