21:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 10:45:03, 839 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის ინვესტიციით, ავიაკომპანია ჯეო სქაის, ახალი ️სატვირთო საჰაერო ხომალდი შეემატა

ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციით, საჰაერო გადაზიდვების ქართულ ავიაკომპანია ჯეო სქაის, ბოინგ 757-200 ტიპის კიდევ ერთი სატვირთო საჰაერო ხომალდი შეემატა.

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკსა და ჯეო სქაის შორის თანამშრომლობით, 2021 წელს, ავიაკომპანიამ ასევე  AIRBUS H125 SE-JTH ვერტმფრენი შეიძინა. 

„ჯეო სქაი 2017 წლიდან წარმატებით ოპერირებს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ავიაკომპანიის ფლოტი წარმოდგენილია Boeing 747-200-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით და ჩვენი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ნებისმიერი ლეგალური ტვირთის საჰაერო გადაზიდვები. ჯეო სქაი დარგის ლიდერი ავიაკომპანიაა და საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშეს და ავიატორთა მსხვილ დამსაქმებელს წარმოადგენს. ავიაკომპანია ძირითადად ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური მაღალკვალიფიციური პერსონალით არის დაკომპლექტებული.“ - აღნიშნა ჯეო სქაის ვიცე-პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ.

„ჩვენთვის, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ჯეო სქაისთან პარტნიორობით, უკვე მეორედ ვართ ასეთი მასშტაბური და ქვეყნის საავიაციო დარგისთვის სტრატეგიულად მნიშვნლოვანი პროექტის განხორციელების თანამონაწილეები. მსგავსი სახის ინიციატივები მიმართულია ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარებისკენ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics