03:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 16:13:54, 1678 ნახვა

ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - ომის კანონების უგულებელყოფას რუსეთს არავინ აპატიებს

პუტინი, როგორც მოსალოდნელი იყო, ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის შურისძიებაშია. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით ომის კანონების უგულებელყოფას რუსეთს არავინ აპატიებს.

"პუტინი, როგორც მოსალოდნელი იყო, ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის შურისძიებაშია, თუმცა ჯერ ისიც კი არ არის ცნობილი, ვიცი მოწყობილია ხიდის აფეთქება.თვითონ ხომ არ ააფეთქეს? ის სტრატეგიული ბომბდამშენეს და ფრთოსან რალეტებს ესვრის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. მათი მიზანია ჩვენი მუხლებზე დაჩოქება როგორც თავად ა,ბობენ გაყინვის გზით აუ უკრაინელები გაიყინებიან და წამოვლენ დათმობებზე. ეს მათთვის ხვა არაფერია, თუ არა მოლაპარაკებებისთის ხელსაყრელი პირობების შექმნა ძალის პოზიციიდან, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების ტანჯვამ ხელისუფლება და საერთაშორიოს თანამეგობრობა აიძულოს რუსეთთან დათმობებზე წასვლაზე. ვფიქრობ, ყველაფერ პირიქით იქნება. ჩვენ უფრო მეტად დაგვეხმარებიან, მეტ შეიარაღებას მოგვაწვდიან. მათ კი ფრთოსანი რაკეტების მარაგი ეწურებათ. შეგახსენებთ, უდანაშუალო მოქალაქეების ტანჯვა გენოციდის ნიშნებს ატარებს. ომის კანონების უგულებელყოფას კი მათ არავინ აპატიებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა.

მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო.

ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics