02:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-09 12:53:24, 2048 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრებმა გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით სპეციალური კურსი გაიარეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის  კურსის პირველი ეტაპი ორი კვირის განმავლობაში საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში მიმდინარეობდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ინსტრუქტორებმა მსმენელებს თანამედროვე საინფორმაციო გარემო,  კომუნიკაციების სფეროში არსებული  დოქტრინები, დირექტივები, თანამედროვე გამოწვევები და ეთიკის წესები გააცნეს. 

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა საზოგადოებასა და მასმედიასთან  ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გაიღრმავეს. 

თეორიული ნაწილის გარდა, ტრენინგი პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა, სადაც მონაწილეებს სხვადასხვა  განხილულ  თემაზე, მათ შორის,  კრიზისული  სიტუაციის  კონტექსტში შემუშავებული სტრატეგიისა და კომუნიკაციის სპეციფიკის შესახებ მომზადებული პრეზენტაციების  წარდგენის საშუალება ჰქონდათ. სასწავლო პროგრამა ინტერვიუს, პრესრელიზისა და პრესკონფერენციის მომზადებასაც ითვალისწინებდა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლებისთვის მსგავსი კურსები რეგულარულად ტარდება. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ქართველ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრებს  ტრენინგებს პარტნიორი ქვეყნებიდან გამოცდილი   სპეციალისტები უტარებენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics