|
2022-10-09 11:49:24, 897 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სვანეთში დაცულ ქურაშის ოთხთავს რესტავრაცია ჩაუტარდება
ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, IX-X საუკუნეების პალიმფსესტური სახარება, თბილისში დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასა და ეცერის თემის წარმომადგენლებთან შეთანხმებით ჩამოიტანეს. ტრანსპორტირების პროცესს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უნიკალური ხელნაწერი ეროვნულ არქივში სარესტავრაციო სამუშაოებისთვის 18 თვეს დარჩება, შემდეგ კი, სრულად რესტავრირებული ოთხთავი კვლავ ეცერის თემში დაბრუნდება. სამუშაოების გეგმა-გრაფიკი ოთხთავის დაზიანების ხარისხის დადგენის შემდეგ განისაზღვრება. რესტავრაციას ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის რესტავრატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესისი სრული დაცვით შეასრულებენ, რაც გაზრდის უნიკალური დოკუმენტის დაცულობის ხარისხსა და მისი შენახვის ხანგრძლივობას. ქურაშის სახარება სვანეთში დაცული მეორე ხელნაწერია, რომელიც რესტავრაციის პროცესს ეროვნული არქივის ლაბორატორიაში გაივლის. 2021 წელს აქ ლახამულის XII საუკუნის ოთხთავის სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. უნიკალურ ხელნაწერებზე მუშაობის შესაძლებლობას ლაბორატორიის თანამედროვე, ევროპული სტანდარტის შესაბამისი მასალა-დანადგარები და რესტავრატორთა მაღალი პროფესიონალიზმი განაპირობებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)