|
2022-10-07 18:10:53, 2047 ნახვა
საზოგადოება
"თიბისი კონცეპტის" მხარდაჭერით რიგით მესამე არქიტექტურის ბიენალე იხსნება
"თიბისი კონცეპტის" მხარდაჭერით, 8 ოქტომბერს თბილისში რიგით მესამე არქიტექტურის ბიენალე გაიხსნება და გაგრძელდება 29 ოქტომბრამდე. მთავარი თემა - "რა იქნება შემდეგ?" სივრცესა და არქიტექტურას ურბანული და სოციალური დროებითობის კონტექსტში იკვლევს. პროექტი ხელოვანებს, არქიტექტორებს, ურბანისტებსა და მეცნიერებს აერთიანებს. ღონისძიება სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა გამოფენას, ინსტალაციას, ღონისძიებას, ვორქშოფს, კინო-ჩვენებასა თუ შეხვედრას შესთავაზებს სტუმრებს. თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, ორ ღონისძიებას უმასპინძლებს: 18 ოქტომბერს წიგნის „C20:წყალტუბოს არქიტექტურის გზამკვლევი" პრეზენტაციას , 26 ოქტომბერს კი ბიენალეს 2020 წლის კატალოგის პრეზენტაციასთან ერთად, ფრანგი არქიტექტორის, ჟან ფილიპ ვასალის შეხვედრა გაიმართება. თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა. TAB-ის ყოველი გამოშვება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საერთო თემის გარშემო აერთიანებს. პლატფორმა გამოფენებს, ინსტალაციებს, სივრცით ექსპერიმენტებს, სიმპოზიუმებსა და სხვადასხვა აქტივობას ქმნის. მთავარი თემა, ადგილმდებარეობა და კურატორი ყოველ ღონისძიებაზე ცვალებადია. თბილისის არქიტექტურის ბიენალე შემოქმედებითი ევროპის თანადაფინანსებით შეიქმნა. თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მხარდამჭერები: Pavilion kultury architecture (Kyiv,Ukraine), Mies van der rohe foundation (Barcelona, Spain), Trans-media-akademie hellerau e.v. (Dresden, Germany), Dekabristen e.v. (Berlin, Germany), Apss Institute (Podgorica, Montenegro), Barleti university (Tirana, Albania), Lisbon architecture triennale (Portugal), Lina community, Copenhagen Architecture festival, Nushi films. Kartli sanatorium residents, Tbilisi city hall, TBC Concept, restaurant ezo, social place ezotopia, Tbilisi-Zurich architecture (tza), Creative Georgia, Embassy of Italy in Georgia, German federal foreign office, Visegrad fund, new democracy fund, Ukrainian emergency Art fund, Untitled gallery, Maudi, Adjara group, Fabrika hostel, Archi, ecowood, all-p group, radio liberty, 110 design, Lisi development.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)