|
2022-10-06 21:01:13, 1392 ნახვა
პოლიტიკა
მელია - სანამ სააკაშვილი და გვარამია ტყვეობაში იმყოფებიან საუბრისგან თავს ვიკავებ, ხალხი სიმართლეს მალე გაიგებს
თავის დროზე ხალხი სიმართლეს პირადად ჩემგან გაიგებს. - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, საუბრისგან თავს, მანან იკავებ სანამ სააკაშვილი და გვარამია ტყვეობაში იმყოფებიან. "კრიტიკის ნაცვლად "კრიტიკის", ცილისწამებისა და ლანძღვის მოსმენა, როგორც წესი, აღარც კი არა, ვეღარც მიკვირს, მაგრამ ზოგი მეტისმეტად "ნიჭიერი" გამოდგება ხოლმე და მაინც ახერხებს ჩემს გაკვირვებას. ეს "ნიჭიერი"კაცი კი იმდენად "ნიჭიერი" გახლავთ რომ საზოგადოებას თავისი ‘’საქმენი საგმირონით’’ ჯერ კიდევ მაშინ გააცნო თავი, სანამ მე პოლიტიკაში ჩავერთვებოდი. არანაირი ათი ათასლარიანი ხელფასი მე არ მაქვს! საერთოდ არანაირ ხელფასს არ ვიღებ პარტიაში! ყოველთვიურად თურმე 41 ათასი ლარი იხარჯება ჩემს უცხოურ ვოიაჟებზე. არასოდეს პარტიის დაფინანსებით არ ვყოფილვარ საზღვარგარეთ! ისე შთამბეჭდავად ახსენებენ დაცვას და მის შესანახად გამოყოფილ 18 ათასს, გეგონება მთელი გუნდი მიცავდეს და არა დაცვის ერთი თანამშრომელი, რომლის შენახვა ზუსტად ცხრაჯერ იაფი ჯდება. და საერთოდ, სანამ შეკვეთილ პოსტებზე დათანხმდებით, რომელსაც ქოცმედია ისტერიულად დაატრიალებს, კამპანიურ ხასიათს შესძენს და კმაყოფილი დამკვეთი გროშებს გამოიმეტებს, უნდა იცოდეთ, რომ იმ გროშებთან ერთად, საკადრის პასუხსაც მიიღებთ. 1) სრული სიმართლე იცოდეს ყველამ, რეალურად ვინ რისთვის იბრძვის. 2) მხოლოდ სიმართლით შეიძლება დაამარცხო ივანიშვილის ბოროტება და არა იმ ნაცადი მეთოდებით, რისი წყალობითაც ივანიშვილი ჯერ ხელისუფლებაში მოვიდა და შემდეგ, აგერ აქამდე ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას. შეგახსენებთ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის ფინანსებსა და ხარჯებთან დაკავშირებით დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)